ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ექვსი წლიდან თოთხმეტ წლამდე ბიჭების ცხოვრებაში მამის ჩართულობის მნიშვნელობა იმატებს,“ - ფსიქოლოგი ნინო ახალაია
ფსიქოლოგმა ნინო ახალაიამ ბიჭების ცხოვრებაში მამის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მამა 6-14 წლამდე ბიჭის ცხოვრებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს:
„ექვსი წლიდან თოთხმეტ წლამდე ბიჭების ცხოვრებაში მამის ჩართულობის მნიშვნელობა იმატებს. მამა არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მეტისმეტად შრომისმოყვარე და მუდმივად დაკავებული. მან უნდა გამონახოს დრო შვილისთვის. თუ უნდა სრულფასოვანი, ჯანსაღი პიროვნების გაზრდა, ის ვალდებულია, რომ ბიჭ შვილთან გამონახოს საერთო ენა, ილაპარაკოს ბევრი, ითამაშოს ხმაურიანი თამაშები, გაისეირნონ ორმა მარტო.“
ნინო ახალაიას თქმით, ბიჭიც და გოგოც ორივე მშობელმა უნდა გაზარდოს:
„ბიჭიც და გოგოც ორივე მშობელმა უნდა გაზარდოს. ძალიან დაღლილმა მამამ რომ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთობა მისი ბიჭი შვილისთვის, შვილთან ურთიერთობის მოთხოვნილება აუცილებლად გადასწონის და დაღლაც გაივლის. ეს ის პერიოდია, როდესაც შვილ ბიჭს სჭირდება მიბაძვის ობიექტი. ის ღრმად ინტერესდება მამის ქცევებით, მამის ინტერესებით, მამის საუბრით.“
„როდესაც დედასა და მამას შორის ურთიერთობა დაძაბულია ან მამასთან საერთოდ არ ცხოვრობს ბავშვი, მამის ხატი მაინც უნდა შენარჩუნდეს. როდესაც მამა ოჯახში შვილთან ერთად ვერ ცხოვრობს, ხდება ოჯახის სხვა წევრის მოშველიება ბავშვთან ურთიერთობის პროცესში. შეიძლება მამა სალანძღავია, მაგრამ ეს ბავშვისთვის არის ცუდი. მას სჭირდება ჯანსაღი მაგალითი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ახალაიამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ისაუბრა.