ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მადლიერება თურმე წამალია, ადამიანი თუ მადლიერია, შეიძლება მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს,“ - მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მადლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მადლიერება ორგანიზმში ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს:
„მადლობის თქმის და მადლიერების დროს, თავის ტვინში აქტიურდება მადლიერების ცენტრი, რომელიც არის ლიმფური სისტემა. ის ჩვენს ემოციურ სფეროს აკონტროლებს. ამ დროს იწყება ენდორფინების, სიამოვნების ჰორმონის გამოყოფა. ადამიანი თუ მადლიერია, მასში ხდება ენდორფინების გამოყოფა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობაც კი გაუმჯობესდეს.“
მარინა კაჭარავას თქმით, მადლიერება წამალია და ის ადამიანს უკეთ ხდის:
„ბევრი მეცნიერი მიხვდა ამას, რომ მადლიერება თურმე წამალია. მე რომ მადლიერი ვარ, ჩემთვის არის კარგი და არა მისთვის, ვისი მადლიერიც ვარ. დილას ვიწყებ მადლობით და საღამოს ვამთავრებ მადლობით, იმიტომ, რომ ეს დღე მშვიდობიანად დამთავრა, ყველა სახლშია, ყველა ჯანმრთელია,მადლობა ღმერთს ამისთვის!“
„ადამიანს აქვს რესურსი. არასდროს არ გეძლევა ისეთი სიმძიმე, რომელსაც ვერ ასწევ. უბრალოდ იმ რესურსს ვერ პოულობ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რომ ასწიო ის პრობლემა. თუ ამ რესურსს მოიძიებ, მისი აწევაც შესაძლებელია. უფალი ამ რესურსს ყოველთვის გაძლევს. ვისაც ამის არ სწამს, ადამიანურ რესურსებსაც რომ ჩაუღრმავდეს, საკუთარ თავში ძალიან ბევრს დაინახავს. ადამიანი მადლობელი უნდა იყოს ყოველდღე, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.