Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცახდებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ეკატრინე ტიკარაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რეგისტრაცია და განაცხადის შევასება არის სავალდებულო, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი, ეს ნიშნავს, რომ იგი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს:

თუ არ შეავსო მშობელმა განაცხადი, ეს გვიდასტურებს მთავრობას, რომ იგი უარს აცხადებს ჩვენ მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე. აქედან გამომდინარე, რეგისტრაცია არის სავალდებულო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბავშვების სრული ბაზა, მთავრობას ესაჭიროება მშობლების ანგარიშის ნომერი, ასევე, თუ ვინ არის ბავშვის მეურვე, იმისთვის, რომ შევძლოთ და საჭირო თანხა ვხარჯოთ მიზნობრივად და ეს თანხა მივიდეს კონკრეტულად იმ ბავშვთან და მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება.

ცნობისთვის, დღეს, 6 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.

წაიკითხეთ სრულად