ტკივილგამაყუჩებელი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ნუროფენი, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში სხვადასხვა ფორმითა და დოზირებებით არის ხელმისაწვდომი. ნუროფენი 200 მგ, ნუროფენი 400 მგ, ნუროფენი ბავშვებისთვის სუსპენზიის სახით - ამ პრეპარატებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს, სადაც უფრო დეტალურად გაიგებთ, თუ რისთვის გამოიყენება ნუროფენი და როგორია მისი მიღების წესი და დოზირებები.
ამ სტატიაში კონკრეტულად ნუროფენ ფორტეზე - 400 მგ-იან ტაბლეტებზე მოგიყვებით, ასევე მედიკამენტის უკუჩვენებებსა და მიღებამდე გასათვალისწინებელ განსაკუთრებულ მითითებებზე.
ნუროფენ ფორტეს შედგენილობა და აღწერა
ნუროფენ ფორტეს, იგივე ნუროფენ 400მგ-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით იბუპროფენის 400 მგ-ს და დამხმარე ნივთერებების სახით: ნატრიუმის კროსკარმელოზას, ნატრიუმის ლაურილსულფატს, ნატრიუმის ციტრატს, სტეარინის მჟავას, სილიციუმის კოლოიდურ ანჰიდრინს, ნატრიუმის კარმელოზას, ტალკს, აკაციას, საქაროზას, ტიტანის დიოქსიდს, მაგროგოლი 600-ს, ოპაკოდ S-1-9460 HV ყავისფერ სამრეწველო მეთილირებულ სპირტს, გამოხდილ წყალს.
ნუროფენ ფორტეს ტაბლეტი თეთრი ფერის და მრგვალი ფორმისაა. იგი ორმხრივად ამოზნექილია და ერთ მხარეს ამოიკითხავთ: „Nurofen 400“ წარწერას წითელი ფერით.
გაწუხებთ ნევრალგია, ზურგის, თავის ან კბილის ტკივილი, შაკიკი, მუცლის ტკივილი მენსტრუაციიის დროს, ციებ-ხელება გრიპისა და გაციების დროს? - სწორედ ეს ჩვენებებია ჩამოთვლილი ნუროფენ ფორტეს ანოტაციაში, თუ როდის შეგიძლიათ მედიკამენტის მიღება.
ნუროფენის მიღების წესისა და დოზირებების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რადგანაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობის კურსი, შესაძლოა, განსხვავებული იყოს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ნუროფენ ფორტეს 3 ტაბლეტზე მეტის მიღება 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი ინტერვალებით.
12-17 წლის ასაკის ბავშვების მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1000 მგ-ია, ხოლო მოზრდილებისთვის 1200 მგ. პრეპარატთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ნუროფენ ფორტეს უკუჩვენება და განსაკუთრებული მითითებები
ნუროფენ ფორტეს ანოტაციის მიხედვით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღოთ მედიკამენტი, თუკი გაწუხებთ ქრონიკული გულის უკმარისობა, ღვიძლის ან თირკმლის თანმხლები დაავადებები, გასტრიტი, კოლიტი, ენერიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლის დაავადებები გაურკვეველი ეთიოლოგიის, თუკი სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე გაქვთ, იგივე ჰიპერბილირუბინემია.
რაც შეეხება უკუჩვენებებს, ანუ თუ როდის არის წამლის მიღება დაუშვებელი, პირველ რიგში ეს არის 12 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები, პაციენტები, რომელთაც ღვიძლისა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები აქვთ.
უკუჩვენებების ნაწილში საყურადღებოა ასევე შემდეგი მდგომარეობები: არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე მიმდინარეობა, სმენის დაქვეითების, ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის მქონე ადამიანები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი ჩვენების მქონე პაციენტები.
ნუროფენ ფორტეს მიღება უკუნაჩვენებია ასევე, თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ, თუ გაწუხებთ ჭინჭრის ციება, რინიტი, ბრონქული ასთმა, მხედველობის ნერვის დაავადებები, ფერადი მხედველობის დარღვევა, ჰემოფილია, ჰიპოკოაგულაციის მდგომარეობა და სხვა.
ნუროფენ ფორტეს მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მედიკამენტის ანოტაცია, მათ შორის გვერდითი ეფექტებისა და სხვა წამლებთან ურთიერთქმედების ნაწილი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
R.