„აქ გვაქვს ის პროდუქტები, რომლითაც მდიდარია საქართველო და რომლებიც სეზონური პროდუქტებია. ჩვენ ორი სახის კოქტეილს დავამზადებთ. ერთი იქნება ხილის და მეორე - ბოსტნეულის. არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ხილი. ასეთებიც არსებობენ. იმათთვის ბოსტნეულის კოქტეილი იქნება. ეს მარტივად გასაკეთებელი კოქტეილებია. ჩვენ დაგვჭირდება კიტრი, სტაფილო და ნიახურის ღერო. წინასწარ როდესაც ვამზადებთ ამ კოქტეილს, დილით შეგვიძლია მასში მოვათავსოთ ჩია გარკვეული რაოდენობით. სასურველია, რომ ახალი წლის მესამე დღეს მსგავსი ტიპის განტვირთვა მოვუწყოთ ორგანიზმს. მერწმუნეთ, ყოველი ის კილოგრამი, რომელიც იმ სამი დღის განმავლობაში იყო დაგროვილი, მეოთხე დღეს გაქრება."
კოქტეილების მომზადების დეტალურ პროცესს გაეცანით თანდართულ ვიდეოში
წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)