„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ასე არაფრით არ შეიძლება ბავშვების დაშინება, საშინელებაა ეს,“ - თამარ გაგოშიძე ბავშვებში კოვიდით გამოწვეულ სტრესზე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მიერ ბავშვის დაშინების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთან საუბრისას ლინგვისტიკის კონტროლი აუცილებელია:
„როდესაც მშობელი თავისდაუნებურად აშინებს ბავშვს, თვითონ არის პანიკაში და ბავშვს ეუბნება: „ხელი ამას არ მოკიდო, ხელი იმას არ მოკიდო,“ ეს არ შეიძლება. ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ. ამ კონტროლის ზომა უნდა ვიცოდეთ. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რისი გაკონტროლება შეგვიძლია. რასაც ვერ გავაკონტროლებთ, უნდა დავივიწყოთ.“
თამარ გაგოშიძის თქმით, სტრესის შესამცირებლად ჩვენი რესურსები და გარემოს მოთხოვნები უნდა დავაბალანსოთ:
„გარემოს მოთხოვნები და ჩვენი რესურსები უნდა დავაბალანსოთ. მაშინ აღარ გვექნება ასეთი სტრესული მდგომარეობა. თუ ჩვენ კარგად გავაცნობიერებთ, რასთან გვაქვს საქმე, რისი გაკონტროლება შეგვიძლია და რისი არა, ასეთი არც შფოთვა გვექნება და არც სტრესული განცდა. მე, როგორც უფროსი, თუ ასე შევაშინებ ბავშვს, თუ სულ ვუმეორებ, რომ თუ ხელი არ დავიბანეთ, აგერ ბებოს გადაედება, ბებო მოკვდება, საშინელებაა ეს.“
„ბავშვს შფოთვა ეწევა, სიკვდილის შიში მოდის, მით უმეტეს, ექვს წლამდე ასაკში ეს ძალიან ხშირია ისედაც, ყოველგვარი კორონას გარეშე. ამ ასაკში წარმოსახვა ვითარდება და ეს ძალიან ბუნებრივია. ასე არაფრით არ შეიძლება ბავშვების დაშინება. მერე შეიძლება იყოს ღამის შიშები, კოშმარები, ზოგადად შიშები, სიკვდილის შიში. ამას უკვე მერე სპეციალისტი სჭირდება. „არ შეჭამ საჭმელს, დასუსტდები და კორონა დაგემართება,“ - ასეთი შეშინებები არ გვჭირდება. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, რას ვეუბნებით ბავშვებს. ისინი სენსიტიურები არიან. მესამე ოთახში რომ ლაპარაკობდე, იმან იცის, რაზე ილაპარაკე. ბავშვებთან უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ლინგვისტიკა,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.