,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ხორცი ბავშვთა კვებაში ადრეული ასაკიდან არ უნდა ჩავრთოთ,“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვთა კვებაში ხორცის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:
„ხორცი ბავშვმა უნდა მიიღოს და ის მოხარშული სახით სასურველია, რომ ბავშვთა კვებაში იყოს, მაგრამ არა ადრეული ასაკიდან. ზოგჯერ ჩვენ 4-5 თვიდან ვიწყებთ ხორცის გამოყენებას. მოხარშული ხორცი ბოსტნეულის წვნიანთან, ბურღულთან ერთად ბავშვს მივცეთ 7-8 თვის ასაკიდან. მე აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია ხორცის ნახარშის გამოყენება არამარტო ბავშვთა, არამედ მოზრდილთა კვებაშიც, განსაკუთრებით დღევანდელ საუკუნეში. მოგეხსენებათ, რომ ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით ნიტრატებს, დიდი რაოდენობით შეიცავს ექსტრაქტებს, პურინებს, მარილებს, მძიმე მარილებს.
თუ ჩვენ თანამედროვე ფერმის მუშაობის პრინციპებს გავითვალისწინებთ, როდესაც ცხოველების გამოკვება ხდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით, ვაქცინებითა და ჰორმონული პრეპარატებით, იმისთვის, რომ მას დიდი რაოდენობით ხორცი ჰქონდეს და უფრო მეტი შემოსავალი მოუტანოს ფერმერს, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორცის ნახარშში 15-წუთიანი ხარშვის შემდეგ შეიცავს ყველა იმ მავნე ნივთიერებას, რომელიც გამოიდევნა ხორციდან. შემდგომში ეს ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომელიც ხვდება ბავშვის ორგანიზმში მას რეზისტენტულსაც ხდის ამ ანტიბიოტიკების მიმართ, გარდა იმ ზიანისა, რომელსაც ის აყენებს ბავშვის ჯანმრთელ ორგანიზმს. მე ხორცის ნახარშის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.
იმ ფორმით, როგორც დღეს ვიყენებთ ხორცს, რომ უკვე 3 წლის ასაკში, შეიძლება ნახარშის გამოყენება. თავდაპირველად ხორცი აუცილებლად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, აუცილებლად უნდა გადაიღვაროს პირველი წყალი, მოიხარშოს მეორე წყალში, მერე განზავდეს ის წყალი. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ხორცის ნახარში არ არის. რა თქმა უნდა, სჯობს სულაც არ გამოვიყენოთ ხორცის ნახარში,“ - მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.