,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„მე გეტყვით ბავშვის აღზრდის ძალიან მარტივ, მზა რეცეპტს...“ - პაატა ამონაშვილის რჩევები მშობლებს
ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვის ფიზიკური დასჯის ნეგატიურ მხარეებსა და პოზიტიური აღზრდის უპირატესობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დასჯით ბავშვს მხოლოდ სხვის დასჯას ვასწავლით:
„გარდა იმისა, რომ დასჯის დროს ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდება, ამაზე მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ დასჯით ბავშვს ვასწავლით, როგორ დასაჯოს თვითონ სხვა. აღზრდა ასე მარტივად ხდება: რასაც ბავშვი ხედავს თავისი თვალით მშობლებისგან, დიდებისგან, ის ხდება მისი პიროვნების ნაწილი. ჩემ წინ თუ ბავშვია და რაღაცას აშავებს, პირველ რიგში, დავფიქრდები, რამ უბიძგა აქეთკენ. ჩვენს ცხოვრებას რომ გადავხედოთ, ჩვენც ბევრ რამეს ვაშავებთ. ყოველი დაშავების მერე, რომ გვკითხონ, რატომ დავაშავეთ, გვაქვს ჩვენი მიზეზები. ბავშვებსაც აქვთ მიზეზები. სანამ რამეს მოვიმოქმედებდე, შევეცდებოდი, რომ ეს მიზეზები დავადგინო.“
პაატა ამონაშვილის თქმით, ბავშვის კონტროლის ორი საშუალება არსებობს:
„არსებობს ბავშვის კონტროლის ორი საშუალება. ერთს ვუწოდოთ გარეგანი კონტროლი, როდესაც მას ვსჯით. მეორე ფორმა არის, როდესაც ბავშვში ვზრდით ისეთ შინაგან ბუნებას, რომ ის ცუდს არაფერს არ აკეთებს. თუ გვინდა, რომ ბავშვი გაიზარდოს უსიტყვო, ცხვარივით მორჩილი, რომელიც ყველაფერზე თავს დაიქნევს, ეტყვიან და გააკეთებს, არ იაზროვნებს, მაშინ უსიტყვოდ უნდა დავიმორჩილოთ. თუ თავისუფლების მოყვარული არსება გვინდა დავინახოთ მომავალში, ეს არასწორი გზაა, ცხადია.“
„რთულ ბავშვებთანაც შესაძლებელია დასჯის გარეშე, ხმის აწევის გარეშე ურთიერთობა. მე გეტყვით ბავშვის აღზრდის ძალიან მარტივ, მზა რეცეპტს. შეიძლება ცოტა რთული იყოს, რომ გავყვეთ მას. ის საუკეთესო მომავალი, რომელიც გვინდა, რომ ბავშვში დავინახოთ, იმ მომავლის პრინციპებით დღეიდანვე, ამწამიდანვე ჩვენ ვიცხოვროთ. გვინდა, რომ ჩვენი შვილი იდეალური ადამიანი გაიზარდოს?! ჩვენ ვხდებით იდეალურები,“ - აღნიშნულ საკითხებზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.