,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„დედამ მითხრა: როდესაც ბავშვებთან არ არის დედა, მათ ღმერთი უფრო იფარავთო… საოცარი სიმშვიდე ჩადგა ჩემს გულში,“- ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ შვილების გამო დედების გადაჭარბებული შფოთვის პრობლემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჭარბ შფოთვას არანაირი სარგებელი არ მოაქვს:
„ძალიან იშვიათად ვტოვებდი შვილებს სადმე. თუ დედასთან დავტოვებდი ცოტა ხნით, დიდი ფორიაქით ვუწერდი რვეულში: ამდენი უნდა ჭამონ, ამდენს ხანს იყვნენ ჰაერზე... ეტყობა, დედაჩემი ამაზე ძალიან წუხდა. ერთ დღესაც, რომ შეამჩნია დედამ, რომ ვტოვებ ბავშვებს, მაგრამ ვერ ვტოვებ, მაქვს ზედმეტი შფოთვა, მითხრა სიტყვები, რომელიც რჩევაც არ იყო. ეს იყო შთაგონება, რომელიც მე მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. როგორც მაშინ დავმშვიდდი, იმის მერე რომ გადავკოტრიალდი, მძინავს, როდესაც შვილები სახლში არ არიან. დედამ მითხრა: როდესაც ბავშვებთან არ არის დედა, მათ ღმერთი უფრო იფარავთო. საოცარი სიმშვიდე ჩადგა ჩემს გულში.“
ნათია ფანჯიკიძის თქმით, დედებმა მეტი ნდობა უნდა გამოიჩინონ კეთილი ანგელოზების მიმართ:
„დავიწყე ფიქრი, მე რომ ვინმემ ვიღაც ჩამაბაროს და არ მენდოს, ყოველ წუთას შემამოწმოს, ხომ მეწყინება? თქვენი კეთილი ანგელოზები ძალიან გაბრაზდებიან, თუ არ ენდობით. რაც უფრო მშვიდი და აუმღვრეველია ჩვენი მცირე გრავიტაციის ველი, მით უფრო კარგად მიდის ჩვენი ცხოვრება.“
„ჩემს შვილებს თუკი თავი გაუტეხავთ, ხელი გადაუჭრიათ, ყველაფერი ჩემს თვალწინ. უკან მივდევდი და მაშინ გაანგრია ჩემმა შვილმა შუშა. ვერასდროს ვერ ვიცავთ ადამიანს, როდესაც მას ხიფათი უნდა გადაეყაროს. როდესაც დედა ბევრს შფოთავს, ამ შფოთვას ღვრის შვილში. შვილი ფაქტობრივად განწირული ხდება მარცხისთვის,“ - აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.