,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ჰიტლერს დედა რომ დაუძახებდა: „ადოლფ!“ „ახლავე, დედიკო,“ მას ასეთი პასუხი ჰქონდა,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მშობლების მიერ შვილებთან ურთიერთობისას დაშვებული შეცდომების შედეგებზე
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვის გარდამავალი ასაკის სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები ბევრად ადრე ჩნდება, თუმცა გვიან ვლინდება:
„გარდამავალი ასაკის სირთულე მანამდეა. პირველი ჯიუტობის ხანა 2-დან 4-5 წლამდე გრძელდება. იქ არის ნაღმი ჩადებული, რომელიც შემდგომ აფეთქდება. მანამდე არის ფარული პერიოდი. ბავშვი არის მორჩილი მეტ-ნაკლებად. ჰიტლერს დედა რომ დაუძახებდა: „ადოლფ!“ „ახლავე, დედიკო,“ მას ასეთი პასუხი ჰქონდა, მაგრამ ორიდან ხუთ წლამდე იყო ნაღმი ჩადებული. 4-5 წლის ასაკიდან 11-12 წლამდე ბავშვი იტყვის: „ახლავე, დედიკო,“ მერე აჯანყდება.“
ნანა ჩაჩუამ მშობლებს ურჩია, სიზარმაცის გამოვლენის დროს ბავშვს გაგებით მოეკიდონ და მისი განცდა ამოიცნონ:
„არ მეცადინეობს ხომ ბავშვი? თვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ უნდა ბავშვს მეცადინეობა? მას ეზარება. მაშინ ვუთხრათ: „გეზარება ხომ?“ თუ უთხარი: „გეზარება?“ ეს ბავშვისთვის მიუღებელია. „გეზარება ხომ?“ - ნიშნავს, რომ მე შენი გრძნობა ამოვიცანი და ამავდროულად შენთან ვარ.“
„საუბრის ტონსაც მნიშვნელობა აქვს. ფსიქოლოგი ასეა, ყველა სიტყვას იჭერ. რატომ აქვს ტონს მნიშვნელობა? არის ტექსტი და არის ქვეტექსტი. ინტონაცია და იქ მახვილი ქმნის კონტექსტს. ამის შემდეგ ბავშვს მე ვუგზავნი ჩემს განცდას. დავუშვათ ბავშვს ოთახი აქვს მოუწესრიგებელი. ვკითხავ: „დაგეზარა დალაგება, არა?“ შემდეგ ვიყენებთ პირველი პირის ნაცვალსახელს „მე.“ მე გელაპარაკები ჩემს შესახებ. შენ არ გეხები. „მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამის დალაგებაზე დრო უნდა დავკარგო, სხვა საქმე გამიფუჭდება. შენგან ჩემი პატივისცემა იქნება, სხვა დროს რომ ეს დაალაგო,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.