Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„იცოდით, რომ 100 გრამი წითელი ლობიო შეიცავს: 5 მგ. რკინას, ხორცი კი - 1.9-ს, 0 მგ. ქოლესტერინს, ხორცი - 74-ს,“ - გიორგი ფხაკაძე

„იცოდით, რომ 100 გრამი წითელი ლობიო შეიცავს: 5 მგ. რკინას, ხორცი კი - 1.9-ს, 0 მგ. ქოლესტერინს, ხორცი - 74-ს,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წითელი ლობიოსა და ხორცის შემადგენლობებს ერთმანეთს ადარებს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

​იცოდით, რომ 100 გრამი წითელი ლობიო შეიცავს: 5 მგ. რკინას, ხორცი კი - 1.9-ს, 123 მგ. კალციუმს, ხორცი - 16-ს, 22 გრ. ცილას, ხორცი - 22-ს, 15 გრ. მცენარეულ ცილას, ხორცი - 0-ს, 171 მგ. მაგნიუმს, ხორცი - 23-ს, 0 მგ.ქოლესტერინს, ხორცი - 74-ს.

მის მოყვანას საშუალოდ სჭირდება 103 ლიტრი წყალი, ხორცს - 1480.

ფასი 0.50$, ხორცი - 3$ (საშუალო ამერიკული ფასია, ამაზე არ ვიდაოთ… ​მთავარი აქ არის ის, რომ ხორცი უფრო ძვირია!)

ჯანმრთელობას გისურვებთ …“ - წერს გიორგი ფხაკაძე.

წაიკითხეთ სრულად