Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

არის თუ არა ძლიერი ფიზიკური აქტივობა დაკავშირებული სიკვდილობის უფრო მეტად შემცირებასთან ვიდრე საშუალო ფიზიკური აქტივობა?

არის თუ არა ძლიერი ფიზიკური აქტივობა დაკავშირებული სიკვდილობის უფრო მეტად შემცირებასთან ვიდრე საშუალო ფიზიკური აქტივობა?
არის თუ არა ძლიერი ფიზიკური აქტივობა დაკავშირებული სიკვდილობის უფრო მეტად შემცირებასთან ვიდრე საშუალო ფიზიკური აქტივობა? - აღნიშნულ საკითხზე ექიმი ზაზა თელია საუბრობს. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,აშშ-ში ჩატარებული 10 წლიანი საინტერესო კოჰორტული კვლევა - 403 681 ზრდასრულ ადამიანებზე (საშუალო ასაკი 43 წელი)

შეკითხვა: არის თუ არა ძლიერი ფიზიკური აქტივობა დაკავშირებული სიკვდილობის უფრო მეტად შემცირებასთან ვიდრე საშუალო ფიზიკური აქტივობა?

განმარტება: ძლიერ ფიზიკურ აქტივობაში იგულისხმება ძლიერი გაოფლიანება და გულისცემის სიხშირის და სუნთქვის სიხშირის ძლიერ მატება, ხოლო საშუალო ფიზიკური აქტივობა - მცირედ გაოფლიანება და გულისცემის და სუნთქვის სიხშირის მცირედით მატება.

დასკვნა:

10 წლის განმავლობაში დაფიქსირდა 37 000 სიკვდილის შემთხვევა.

კვლევაში მონაწილეთა 1/3 არ იყო არც საშუალო და არც ძლიერ ფიზიკურ აქტივობაში. (One third of participants reported no moderate or vigorous activity)

მონაწილეებს საშუალო ან ძლიერი ფიზიკური აქტივობით ჰქონდათ უფრო დაბალი რისკი სიკვდილის ვიდრე იმ მონაწილეებს ვინც საერთოდ არ იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.

ხოლო საერთო მაჩვენებლის შედარებისას - საშუალო vs ძლიერი ფიზიკური აქტივობა:

ძლიერ ფიზიკურ აქტივობას ჰქონდა უფრო დაბალი რისკი ყველა ტიპის სიკვდილის შემცირების მხრივ ვიდრე საშუალო ფიზიკურ აქტივობას.

მაგალᲘთად:

მონაწილეთა >50% ძლიერი ფიზიკური აქტივობით ჰქონდათ - 17%-ით დაბალი სიკვდილის რისკი.

მონაწილეებს - 150-დან 300 წუთამდე ფიზიკური აქტივობით კვირაში, რომელიც მოიცავდა სულ მცირე 150 წუთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას - Ჰქონდათ ყველაზე დაბალი სიკვდილის რისკი.

დასკვნა:

კლინიცისტების და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან უნდა გაიცეს რეკომენდაცია - კვირაში 150 წუთი ან მეტი საშუალოდან-ძლიერი ფიზიკური აქტივობის (MVPA) აგიტაციისა, ასევე რეკომენდაცია ძლიერი ფიზიკური აქტივობის (VPA) პოტენციური სარგებლის შესახებ - საზოგადოების ჯანმრთელობის მაჩვენებლის მაქსიმალურად გასაზრდელად, რაც პროპორციულად შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს.

Intensity of Physical Activity and Risk for Death - Wang Y et al.'' 

წაიკითხეთ სრულად