გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სწორი კვების შესახებ
ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ სწორი კვების წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხელი ან ცივი ერთი და იგივე პროდუქტი ერთნაირი რაოდენობით კალორიებს შეიცავს:
„როდესაც პაციენტებს რაღაც კერძებს ვუკრძალავთ, ძირითადად სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლებს ღომს, ვეუბნებით: „ღომი არ შეიძლება.“ გვეკითხებიან: „არც ცივი?“ ეს ძალიან ტიპური აღქმაა. წარმოუდგენელია, ცხელმა რაიმე კალორაჟი შემატოს პროდუქტს. განწყობით როდესაც ვჭამთ ცივ მჭადს და გვგონია, რომ არ გვასუქებს, ეს გვაბედნიერებს. შესაძლოა, 200-300 გრამი მოვიმატოთ, მაგრამ ჩვენ ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ ასე არაა.“
ლაშა უჩავას თქმით, ჭამა სიამოვნებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში რაციონი სწორად გადავანაწილოთ:
„ჭამა არის სიამოვნება. ვერაფერს ვერ ვიტყვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიამოვნების განცდაა. ყოველთვის, როდესაც მივირთმევთ რამეს, გვინდა, რომ ეს გავახანგრძლივოთ. როდესაც რაღაც გვინდა, ის უნდა გადმოვიღოთ, გავაფორმოთ. ყველაზე გადამწყვეტია, რომ არ უნდა მოგვშივდეს. უნდა გადავანაწილოთ დღის განმავლობაში რაციონი ისე, რომ შიმშილის გრძნობამ არ უნდა შეგვაწუხოს.“
„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან. შეიძლება გამაძღარი ავდგეთ, მაგრამ სუფრასთან უნდა დავყოვნდეთ დიდი ხანი გამაძღარი. პანდემიის პირობებში ერთადერთი ქვეყანა იყო საფრანგეთი, სადაც სიმსუქნის თვალსაზრისით სტატისტიკური მონაცემები არ შეცვლილა,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.