გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„როდესაც ბავშვი ჭარბი რაოდენობით იღებს კარტოფილს და მაკარონს, ეს წარმოადგენს არაჯანსაღ კვებას,“- ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბავშვთა კვებაში მაკარონისა და კარტოფილის გამოყენების დადებით და ნეგატიურ მხარეებზე ისაუბრა:
„ბავშვებს ეგემრიელებათ რაც შეიძლება მეტი ტკბილეული, შემწვარი კარტოფილი, ჰამბურგერი. სახლის პირობებშიც ბავშვებისთვის არჩევანია შემწვარი კარტოფილი და მაკარონი. კარტოფილი წარმოადგენს ისეთ მცენარეულ პროდუქტს, რომელიც არ შეიცავს ცხიმს, არ შეიცავს ნატრიუმს და არ შეიცავს ქოლესტერინს. კარტოფილი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, B6 ვიტამინს და ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისება. მასში ჭარბი რაოდენობით შედიც C ვიტამინი.
მაკარონი ხორბლის ნაწარმია, აქედან გამომდინარე მას აქვს დადებითი თვისება, მაგრამ მან ნახშირწყლოვანი სიჭარბის გამო შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე. როდესაც ბავშვი ჭარბი რაოდენობით იღებს კარტოფილს და მაკარონს, ეს წარმოადგენს არაჯანსაღ კვებას."
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა კარტოფილის სხვა დადებით თვისებებზეც ისაუბრეს:
„ამ პროდუქტების ხშირი და ჭარბი მოხმარება ბავშვებში წონის პრობლემებს იწვევს. მათი ზომიერების ფარგლებში გამოყენება სავსებით დასაშვებია. ბევრს ჰგონია, რომ კარტოფილი არაჯანსაღი პროდუქტია. ეს ასე არ არის. ის ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს, ასევე მინერალების შემცველია. რადგან სახამებელს შეიცავს, მოხარშულ ცხელ კარტოფილს აქვს უფრო მეტი კალორია, ვიდრე ცივ კარტოფილს. გაციებული მოხარშული კარტოფილი აბსოლუტურად არ არის კალორიული და მას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. კარტოფილი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას, რომლებიც თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ანეიტრალებენ, რაც ამცირებს შაქრიანი დიაბეტის, სიმსივნის და სხვა დაავადებების განვითარების რისკს. წითელი ფერის კარტოფილი 3-4-ჯერ უფრო მეტ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას შეიცავს. ასეთი კარტოფილი უფრო სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
არ არის რეკომენდებული ბევრ ცხიმში კარტოფილის შეწვა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. თუ ბავშვის საყვარელი საკვებია კარტოფილი და ბავშვისთვის გვიწევს კარტოფილის მომზადება, ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ კარტოფილი შეწვან ზეითუნის ზეთში. თუ თქვენი შვილების საყვარელი საკვები გახლავთ კარტოფილი და მაკარონი, აუცილებლად ეს ბავშვებს უნდა აჭამოთ 6 საათამდე.“