დავით ჩახუნაშვილის თქმით, მშობელი უნდა დააკვირდეს, რამდენჯერ აწუხებს ბავშვს წელიწადში ტონზილო-ფარინგიტი და როგორია დაავადების მიმდინარეობა:
„მშობელი უნდა დააკვირდეს, წელიწადში რამდენჯერ აქვს ბავშვს ტონზილო-ფარინგიტის შემთხვევა, როგორი მიმდინარეობა აქვს მას. ყოველი ტონზილო-ფარინგიტის დროს ხომ არ უწევს მედიკამენტების გამოყენება და დაავადება ხომ არ მიმდინარეობს ტოქსიურად, მაღალი სიცხით. როგორც წესი, წელიწადში 4-5-6 შემთხვევა უკვე საყურადღებოა. ასეთ ადამიანს პედიატრი გადაამისამართებს ოტორინოლარინგოლოგთან და დაახლოებით 3-4 წლის ასაკში, თუ რაიმე უკუჩვენება არ არის, შესაძლებელია ტონზილექტომიის ჩატარება.“
„თუ ტონზილო-ფარინგიტის ტოქსიკური მიმდინარეობაა, ეს ზოგად მდგომარეობაზეც იმოქმედებს. შეიძლება იყოს სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძილის დარღვევები და ა.შ. ტონზილიტის მიმდინარეობისას 8-9 დღე ანტიბიოტიკის მიღებას თუ არ დავიწყებთ, დიდი ალბათობაა, რომ დაზიანდეს გული. არის შემთხვევები, როდესაც ტონზილიტიდან რამოდენიმე კვირის გასვლის შემდეგ, ზიანდება თირკმელი. ვერ ვიტყვით, რომ ტონზილიტი მარტივი სამართავია,“- აღნიშნულ საკითხზე დავით ჩახუნაშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.