ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არ არის საჭირო, როდესაც დედები მამებისგან მოითხოვენ: შენც ისე მოიქეცი, როგორც მე,“ - ხათუნა გოგელია
ფსიქოლოგმა ხათუნა გოგელიამ ბავშვის ფსიქოტიპის ჩამოყალიბებაზე მშობლების უდიდესი გავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელმა შვილს მეგზურობა უნდა გაუწიოს:
„მშობელს ევალება, რომ თავის შვილს გაუწიოს მეგზურობა. მშობელი არ უნდა გამოდიოდეს მხოლოდ თავისი ინტერესებიდან, არამედ შვილის შესაძლებლობებიდან, თუნდაც შვილის გენდერული მიკუთვნებულობის შესაძლებლობიდან. ვთქვათ, მე მინდა ჩემი შვილი იყოს კეთილი, მიმტევებელი, მოსიყვარულე, ამიტომ მე მას არ ვუყიდი სათამაშო იარაღს. ეს შეუძლებელია. პირიქით, რასაც ამოირჩევს ბავშვი, ის სათამაშო უნდა აიღოს. მისი შემდგომი ჩვევები და ქცევები აქედან მოდის.“
ხათუნა გოგელიას თქმით, ბავშვმა კონკრეტული ქცევის პატერნები უნდა დაისწავლოს, რათა მომავალში გამოიყენოს:
„მან მომავალში უნდა იცოდეს თავის დაცვა. ეს არ ნიშნავს, რომ ის ხელკეტით დაიცავს ოჯახს, მაგრამ თვითონ ქცევის პატერნი თავის დაცვის, ზოგჯერ თავდასხმის, უნდა იცოდეს. ამისთვის უნდა ეცალოს მშობელს. მნიშვნელოვანია, ჰქონდა თუ არა დედას თავად დედობის პატერნები განვითარებული, რომ მოუნდეს თავად გაზარდოს შვილი და არა ძიძამ.“
„დედის და მამის კონფლიქტი ბავშვზე მოქმედებს, როგორც მასზე მიმართული ძალადობა. ეს კარგად არის გადამოწმებული და შესწავლილი. ის აღიქვამს, რომ მასზე ძალადობენ. პატარას ეს სტრესის ჰორმონები, ეს კუნთური ჯავშანი პატარაობიდანვე აქვს. დედა და მამა არის ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა. რითი გამოირჩევა მამის ფსიქოტიპი? მამას რომ შვილი უჩნდება, მასშიც ხდება ჰორმონალური გარდაქმნები. ის უფრო მზრუნველი და თბილი ხდება. არ არის საჭირო, როდესაც დედები მამებისგან მოითხოვენ: შენც ისე მოიქეცი, როგორც მე. ფსიქოლოგიურად დედა არის მმართველი და თავისი სიყვარულით ზოგჯერ შემჭმელი შვილის, მზრუნველობით შემაწუხებელი. მამა არის ბავშვისთვის ნავსაყუდელი. არ აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთა მამამ. მამამ უბრალოდ უნდა დაამშვიდოს შვილი, მოეფეროს, რომ მას მიეყრდნოს ბავშვი. ეს ფუნქციები იყოფა დედასა და მამას შორის,“ - აღნიშნულ საკითხებზე ხათუნა გოგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.