ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არის ასეთი რადიკალური მეთოდი, რომელსაც ძალიან კარგი ეფექტი აქვს,“- ნევროლოგი გვანცა არველაძე ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე
ბავშვთა ნევროლოგმა გვანცა არველაძემ ბავშვებში ერკანდამოკიდებულების გამო ემოციური შფოთვისა და შიშების გაჩენის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეკრანის დრო აუცილებლად განსაზღვრული და გაკონტროლებული უნდა იყოს:
„ბავშვებში ძალიან ხშირია ღამის შიშები, ემოციური შფოთვები, გაღვიძება. ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში, გამოიხატება სწორედ ასეთი სახით. ეკრანი დაძინებამდე ორი საათით ადრე და გაღვიძებიდან ერთ-ორ საათში არ უნდა შევთავაზოთ ბავშვს. ის რაღაც სხვა ალტერნატიული აქტივობებით უნდა იყოს დაკავებული. მოზრდილ ბავშვებში არის ძილ-ღვიძილის დარღვევა. იმის მაგივრად, რომ იძინებდნენ 22 საათზე, იძინებენ 3 საათზე. მეორე დილით არის სწავლის უნარის დაქვეითება, თავის ტკივილები და ათასი სხვა პრობლემა.“
გვანცა არველაძის თქმით, მშობლები ხშირად მიმართავენ პროფესიონალებს დახმარების თხოვნით და აინტერესებთ, არის თუ არა ბავშვის უძილობა და შფოთვა ეკრანდამოკიდებულებით გამოწვეული:
„ძალიან ხშირია მომართვიანობა ამ თვალსაზრისით. მშობელი გვეკითხება: არის ეს ეკრანდამოკიდებულების ბრალი? ეს არის ელექტრონული ეკრანის სინდრომი. ჯერჯერობით ის არ არის შეტანილი, თუმცა განიხილება, რომ მოხდეს ამ დიაგნოზის დამტკიცება. პირველი რასაც ვთავაზობთ, მწვავე მეთოდია, ერთი თვის მანძილზე ყველანაირი გამღიზიანებლის მოშორება, ეს იქნება ტელევიზორი თუ კომპიუტერი.“
„არის ასეთი რადიკალური მეთოდი, განსაკუთრებით ამას ვიყენებთ უფრო მცირე ასაკის ბავშვებთან. ამ ასაკში უფრო მარტივია ბავშვების მართვა. ამ ასაკში უფრო ვხვდებით ვერბალური კომუნიკაციის პრობლემებს. ბავშვები პასიურ რეჟიმში არიან, მუდმივად ისმენენ სხვის ლაპარაკს. ამ მეთოდს ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ყველა მშობელი ერთხმად აღნიშნავს, რომ როგორც კი ეს მოვხსენით, შედეგი ხილული გახდა. არის სპეციალური განმავითარებელი თამაშები, რომელსაც ვაძლევთ ბავშვს, რითაც უნდა დაკავდეს. არის ძალიან კარგი შედეგი.ძალიან რთულია, რომ რადიკალურად ადგე და ყველა გამღიზიანებელი მოაშორო. სკოლაა, დისტანციური სწავლებაა, ბავშვი საგანმანათლებლო პროცესშია ჩართული. ამ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ძილის წინ ორი საათი არ იყოს გამოყენებული ეკრანი. მნიშვნელოვანია ინტერნეტ თამაშების შინაარსის კონტროლი და ახსნაც. ეს განვიხილოთ ჩვენს შვილებთან. შეთანხმების საფუძველზე ბავშვები უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან,“ -აღნიშნულ საკითხებზე გვანცა არველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.