ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„შეკრულობის დროს მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება, თვეების განმავლობაში უნდა ვაძლევდეთ ბავშვს წამალს,“ - ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ყაბზობის მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე ეფექტიანი ამ მხრივ დიეტაა:
„თუ ჩვენ დიეტას გამოვასწორებთ, შემთხვევათა 80 %-ში მდგომარეობა გამოსწორდება. ბავშვის სექსუალურ განვითარებაში არსებობს ერთ-ერთი სტადია, რომელსაც ანალური სტადია ჰქვია. დასაწყისში არის ორალური სტადია. ბავშვი სიამოვნებას იღებს, როდესაც ჭამს. 2-3 წლის ასაკში ბავშვს ქოთანზე დაჯდომა არ უნდა და თუ დაჯდება, დეფეკაცია არ უნდა. გოგონები უნდა მივაჩვიოთ, რომ ხშირად მოშარდოს, არ მოითმინოს. ეს მომენტებიც არის გასათვალისწინებელი.“
ყარამან ფაღავას თქმით, დიეტა თუ არ მუშაობს, ბავშვს მედიკამენტებით უნდა დავეხმაროთ:
„თუ დიეტა და ფსიქოლოგიური მიდგომები არ შველის, მაშინ წამლები არსებობს. წამლის გამოყენება უკვე ექიმის პრეროგატივაა. რაც მთავარია, შეწყვეტაა ექიმის პრეროგატივა. ხშირად არის, რომ დაუნიშნავ წამალს, ყველაფერი კარგად არის. მერე მეუბნება მშობელი, ერთ თვეს ვაძლევდი წამალს, ყველაფერი კარგად იყო და დავანებებინე თავიო. შეკრულობის დროს მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება. თვეების განმავლობაში უნდა ვაძლევდეთ ჩვენ ბავშვს წამალს.“
„კუჭ-ნაწლავის გამოკვლევისას ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ცალსახად ინფორმაციულია. გასტრიტს თავისი მკურნალობა ესაჭიროება. რაც შეეხება მეტეორიზმს, მუცლის შებერილობას, აქ ორი მიზეზია ხოლმე. ეს არის ან ღვიძლის გარკვეული პათოლოგია ან გვაქვს ფერმენტების უკმარისობა. აქ ღვიძლის გამოკვლევაა საჭირო. ბანალური, მაგრამ ძალიან ინფორმატიული გამოკვლევაა ჩვეულებრივი განავლის ანალიზი. უნდა შემოწმდეს ბოჭკოები, სახამებელი რამდენად არის. თუ ეს მომატებულია, ეს ნიშნავს, რომ მონელება ცუდად მიმდინარეობს. მუცლის ტკივილი და გულძმარვა როდესაც არის, ნუ დაგვავიწყდება ჰელიკობაქტერპილორის ინფექციის შესახებ. ეს ის მიკრობია, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს, გასტრიტს და ათეული წლის შემდეგ, შესაძლოა, სიმსივნის მიზეზი გახდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)-qe-