ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფიჭვნარს. რამდენიმე წელი ზედიზედ ფიჭვნარში დასვენება იძლევა იმუნიტეტის სტაბილიზაციას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად კურორტული მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კურორტზე დასვენება ბავშვს კონკრეტული დაავადებისგან არ განკურნავს, მაგრამ მისი იმუნიტეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს:
„რა თქმა უნდა, კურორტული მკურნალობა ძალიან კარგია, თუმცა არანაირი ნაშრომით არ მტკიცდება, რომ რომელიღაც დაავადებას აუცილებლად განკურნავს კურორტული მკურნალობა. ამ შემთხვევაში, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებზე ვსაუბრობ.“
„ჰაერის გამოცვლა ბავშვისთვის, მისი გაყვანა რეკრეაციულ ზონებში, ზამთარში ზამთრის კურორტებზე, ხოლო ზაფხულში ფიჭვნარში გაყვანა, შემდგომ კი ზღვაზე, ძალიან სასარგებლოა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფიჭვნარს. რამდენიმე წელი ზედიზედ ფიჭვნარში დასვენება იძლევა იმუნიტეტის სტაბილიზაციას. ეს ისედაც ძალიან კარგია. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ბაკურიანი, ძვირფასი კურორტები და ძვირფასი სასტუმროები. ნებისმიერ სოფელში წაიყვანონ ბავშვი. უბრალოდ გაარიდონ ქალაქს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.