ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რატომღაც ყიფლიბანდი მშობლებისთვის საშიში უბანია, რეალურად ეს არ არის იმდენად საშიში,“ - პედიატრი ანა მაღრაძე
პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ჩვილის მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, ყიფლიბანდი არც ისე საშიში უბანია, როგორც ეს მშობლებს ჰგონიათ:
„რატომღაც ყიფლიბანდი მშობლებისთვის საშიში უბანია, რეალურად ეს არ არის იმდენად საშიში. დაბანილი ბავშვის გამშრალებისას, თუ არ მოხდება ძალიან უხეში ტრავმატიზება ამ უბნის, ყიფლიბანდის დაზიანებას ასე მარტივად ვერანაირად ვერ შეძლებთ. ახალშობილს თავი ძალიან მშვიდად შეგიძლიათ გაუმშრალოთ.“
ანა მაღრაძემ მშობლებს ჩვილის დაბანის შემდეგ ბავშვის სწორად გამშრალების წესებიც გააცნო:
„ბავშვის დაბანის შემდეგ პირსახოცი დაბლა დააფინეთ და ბავშვი კარგად შეფუთეთ. პირსახოცი უნდა იყოს თბილი და არ უნდა იყოს გარედან შემოტანილი. პირველ რიგში, ვიწყებთ თავის გამშრალებას. აუცილებელია, რომ ბანაობისას ნაოჭების კარგად დაბანა და შემდგომ გამშრალება. ბანაობის შემდეგ დღეში ერთხელ ვატენიანებთ ბავშვის კანს.“
„რაც შეეხება პამპერსის შიგნით გამოსაყენებელ საშუალებებს, ეს ყოველდღიურად აუცილებელი არ არის, განსაკუთრებით თუთიის შემცველი მალამოები. თვალების დამუშავება, თუ თვალის მხრივ ბავშვს გამონადენი არ აქვს, საჭირო არ არის. გამონადენის პერიოდში, თუ წამწამებზე არის ნადები და ის არის უხეში, ფიზიოლოგიური ხსნარით ან გადადუღებული წყლით უნდა დავასველოთ თვალი, ავიღოთ სტერილური მარლა და გავასუფთავოთ თვალი გარედან შიგნით,“ - აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.