Baby Bag

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება''

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება''

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება'', – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.

რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

“მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“,- აღნიშნა გვანცელაძემ.

წყარო: 1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„გმადლობთ ახალგაზრდებო, მიყვარხართ ყველა...“ - ბაია დვალიშვილის ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს

„გმადლობთ ახალგაზრდებო, მიყვარხართ ყველა...“ - ბაია დვალიშვილის ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს

მსახიობ და ტელეწამყვან ბაია დვალიშვილის ემოციური მიმართვა 20 ივნისის აქციის მონაწილეებს.

წაიკითხეთ სრულად