Baby Bag

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება''

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება''

,,თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება'', – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.

რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

“მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“,- აღნიშნა გვანცელაძემ.

წყარო: 1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

იაშვილის ექიმებმა 5 წლის ბავშვი სიმსივნისგან განკურნეს

იაშვილის ექიმებმა 5 წლის ბავშვი სიმსივნისგან განკურნეს
იაშვილის ექიმებმა 5 წლის ბავშვი სიმსივნისგან განკურნეს. 

პაციენტს ტვინის მარჯვენა კუნძულისა და საფეთქლის წილის მედი-ბაზალური სტრუქტურების სიმსივნე დაუდგინდა. მას დაავადება ეპილეფსიური სინდრომითა და განვითარებაში ჩამორჩენით გამოუვლინდა. ბავშვს თავის ტკივილი და სიარულის უნარის დაქვეითება აღენიშნებოდა.

ექიმების გუნდმა ნეიროქირურგ ლადო წიქარიშვილის ხელმძღვანელობით, სიმსივნის სრული ამოკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს. სიმსივნის ღრმად მდებარე ლოკალიზაციიდან და შიგნითა კაფსულასთან მჭიდრო ურთიერთობების გამო გამოყენებულ იქნა ელექტროფიზიოლოგიური მონიტორინგი - სუბკორტიკალური სტიმულაცია.

,,ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და პაციენტი კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა. მორფოლოგიური დიაგნოზიდან გამომდინარეკი სხივური და ქიმიოთერაპიის საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა,'' - აღნიშნავენ იაშვილის კლინიკაში. 

წაიკითხეთ სრულად