Baby Bag

ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

შეწყვეტენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან. ვითვალისწინებთ მშობლების აღელვებს, როგორ შეძლებენ ისინი მუშაობას. ამასთან დაკავშირებითაც როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განაცხადს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დასაშვებია გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება, მათგან 2 უკანა სავარძელზე.

წაიკითხეთ სრულად