Baby Bag

„ვაქცინის მეორე დოზიდან მესამე დოზამდე დრო შეამცირეს 6-დან 3 თვემდე,“ - ბიძინა კულუმბეგოვი დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე

„ვაქცინის მეორე დოზიდან მესამე დოზამდე დრო შეამცირეს 6-დან 3 თვემდე,“ - ბიძინა კულუმბეგოვი დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებით განხორცილებული ცვლილებების შესახებ საუბრობს:

„ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. ბუსტერული დოზები დააუმატეს 18-დან 39 წლამდე პოპულაციას

2. მეორე დოზიდან მესამე დოზამდე დრო შეამცირეს 6-დან 3 თვემდე

3. 12-15 წლის ასაკში დაამატეს მეორე დოზა

4. იმუნოკომპრომეტირებულ პოპულაციას შესთავაზეს მე-4 ბუსტერული დოზა,“ - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ვაქცინა გავიკეთე, ახალი ნამშობიარები ვიყავი. ისეთი ამბავი ატყდა...“ - რუსკა მაყაშვილი

„როდესაც  ვაქცინა გავიკეთე, ახალი ნამშობიარები ვიყავი. ისეთი ამბავი ატყდა...“ - რუსკა მაყაშვილი

ცნობილმა ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ საზოგადოების მხრიდან მიღებული ნეგატიური რეაქციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვაქცინა გაიკეთა:

„როდესაც მე გავიკეთე ვაქცინა,​ ახალი ნამშობიარები ვიყავი. დავდე ფოტო, მოვუწოდე ყველა დედას, რომ აი, ნახეთ, ქალბატონებო და გოგოებო, ავიცერი, ვარ ძალიან კარგად. ისეთი ამბავი ატყდა... ვიჯექი, ვკითხულობდი. რა თქმა უნდა, არ გავბრაზებულვარ, იმიტომ, რომ ამაზე არ უნდა გაბრაზდე.“

„ერთმა დამიწერა ღმერთის სახელით, რომ ღმერთის მაინც არ გეშინიაო?! შენი შვილები არ გეცოდებაო?! მე დავუწერე, რომ ჩემი შვილები შემეცოდებოდა, როდესაც მე არ ვიქნებოდი აცრილი-მეთქი. ისევ იმ ქალბატონმა დამიწერა: „იცინე, იცინე, ​რომ მოკვდები, მერე მე გავიცინებ...“ ის, რომ ჩიპი შევიყვანე თხევადი, ის, რომ ორ წელიწადში მე მოვკვდები, - ძალიან სერიოზული აგრესია წამოვიდა. მეუბნებოდნენ: რამდენი გადაგიხადეს? როგორ შეიძლება გაიყიდო ყველაფერზე?“ - აღნიშნულ საკითხზე რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „The Talk შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„The Talk შოუ“

წაიკითხეთ სრულად