Baby Bag

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,მე, როგორც ნეიროფსიქოლოგი, არ ვარ მომხრე, 3 წლის ბავშვმა ისწავლოს მეორე ენა...'' - თამარ გაგოშიძე

,,მე, როგორც ნეიროფსიქოლოგი, არ ვარ მომხრე, 3 წლის ბავშვმა ისწავლოს მეორე ენა...''  - თამარ გაგოშიძე
მშობლებისა და მასწავლებლებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს:
  • ბავშვს აუცილებლად უნდა დავუტოვოთ თავისუფალი დრო;
  • 3 წლის ბავშვს არ უნდა ვასწავლოთ უცხო ენა;
  • 2 წლამდე ბავშვი გაჯეტებთან არც ერთ წუთს არ უნდა ატარებდეს ბავშვი, რადგან ეს იწვევს მეტყველების შეფერხებას;
  • ბევრ წრეზე სიარული, რეპეტიტორებთან მომზადება ემოციურად გადაწვავს ბავშვს, დადგება დრო, მას გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება და ინტერესს დაკარგავს.

ამ და სხვა საინტერესო თემაზე ნახეთ ვიდეოდა არ დაგავიწყდეთ!!!



წაიკითხეთ სრულად