Baby Bag

ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.

A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა. ამჟამად ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება

ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება

,,თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება,'' - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

,,ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და მსოფლიოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ამ ოჯახებს, ბავშვებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რათა ორკვირიანი გაცდენა არ იყოს. ახალი რეგულაციები დაწესდა ბაღებისთვის. მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთი, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად ყველაფერი არის გათვალისწინებული და ზედმიწევნით შესრულებული," - აღნიშნა კახა კალაძემ.

წაიკითხეთ სრულად