Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ...'' - პაატა იმნაძე დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს

,,ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ...'' - პაატა იმნაძე დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში რვა პროცენტზე ჩამოვიდა კოვიდდადებითობის მაჩვენებელი.

„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების განმავლობაში რვა პროცენტზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი. ანუ 19 000-ზე ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქიდან რაც იყო დადებითი არის დაახლოებით რვა პროცენტი. ეს პირველად მოხდა, რომ ჩვენ ჩამოვედით ათ პროცენტზე დაბლა გატესტილებიდან. ეს არის საიმედო მაჩვენებელი. მაგრამ, თავისთავად, 1 600 როდესაც არის ავადობა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ დაახლოებით 100-200 შემთხვევიდან ორ თვეში ავედით ხუთი ათასამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ პირველი თებერვლიდან, როცა გაიხსნება ბიზნესები და ბევრი გაიხსნება, ეს არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავუბრუნდეთ დღეში ხუთიათასიან მაჩვენებელს“, - დასძინა პაატა იმნაძემ.

წაიკითხეთ სრულად