Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ... მაგრამ გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი“

„კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ... მაგრამ გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა აჟიოტაჟი არ უნდა შევქმნათ. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც საქართველომ და მთელმა რიგმა ქვეყნებმა დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი. ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკულირებს, მათ შორის ჩვენთან დღეს, თითქმის სულ ბრიტანული შტამია, ისევე, როგორც ევროპაში. ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ეფექტურობით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად