Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ე.წ ინდური შტამის კლინიკურ მიმდინარეობაში გარკვეული განსხვავებები არის''

,,ე.წ ინდური შტამის კლინიკურ მიმდინარეობაში გარკვეული განსხვავებები არის''

როგორია კორონავირუსის დელტა ვარიანტის, ე.წ. ინდური შტამის სიმპტომები, რამდენ ხანს ვართ დაცული ხელახალი ინფიცირებისგან? - კითხვებს ექიმმა-ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა უპასუხა. 

მისი თქმით, ე.წ ინდური შტამის კლინიკურ მიმდინარეობაში გარკვეული განსხვავებები არის:

,,ვირუსის დელტა შტამი სხვა ვარიანტებისგან განსხვავდება სურდოთი. როგორც ვიცით, სტანდარტულად კორონავიურსს არ ახასიათებს სურდო. ასევე განმასხვავებელია ის, რომ ე.წ. ინდური შტამით უფრო მეტად ინფიცირდებიან ახალგაზრდები. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია დიარეა და პირღებინება,'' - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: ,,ევრონიუს ჯორჯია"

წაიკითხეთ სრულად