Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ მიხეილ ცაგარელი საუბრობს

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ მიხეილ ცაგარელი საუბრობს

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ მიხეილ ცაგარელი საუბრობს. 

ასტროლოგი განიხილავს ყველა ზოდიაქროს ნიშანს და ზოგადად აღნიშნავს, რომ 12 ოქტომბრის ჩათვლით ენერგოტონუსი მეტ-ნაკლებად დაბალი აქვს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია და ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან რამე კონფლიქტური სიტუაცია არ შეიქმნას. 12 ოქტომბრის მერე გაცილებით უკეთესი პერიოდი იწყება. 

წყარო: ​პოსტ-ალიონი

წაიკითხეთ სრულად