Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

იზღუდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა? - რას აცხადებენ მთავრობაში

იზღუდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა? - რას აცხადებენ მთავრობაში

„რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება,“ - ინფორმაციას ​მთავრობის სტარტკომი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.

საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება.

წაიკითხეთ სრულად