Baby Bag

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

„2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის 5 თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ერთი მხრივ, ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების პრევენცია და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება,“- აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელი ბავშვისთვის ყველაფერია, ამიტომ „დედა აღარ გეყოლება“, „აღარ ეყვარები“, „წავალ და აღარ მოვალ“ - ასეთი დაუფიქრებელი ფრაზები მეტად მტკივნეულია მათთვის

„მშობელი ბავშვისთვის ყველაფერია, ამიტომ „დედა აღარ გეყოლება“, „აღარ ეყვარები“, „წავალ და აღარ მოვალ“  - ასეთი დაუფიქრებელი ფრაზები მეტად მტკივნეულია მათთვის

ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე შფოთვის თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ საუბრობს. 

მისი თქმით, მშობელი ბავშვისთვის ყველაფერია, ამიტომ „დედა აღარ გეყოლება“, „აღარ ეყვარები“, „წავალ და აღარ მოვალ“ - ასეთი დაუფიქრებელი ფრაზები მეტად მტკივნეულია და შფოთვას იწვევს ბავშვებში. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

​MomsEdu.ge​-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად