სამეფო ოჯახმა პირველი შვილის სახელი გაასაჯაროვა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მემკვიდრისთვის სახელი არჩი შეარჩიეს, მისი ოფიციალური სახელი და გვარი შემდეგნაირად ჟღერს - არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.
დედოფალმა ელიზაბეტმა თავისი მერვე შვილთაშვილი უინძორების სასახლეში გაიცნო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ დედოფალთან შეხვედრისას პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან ერთად იყვნენ პრინცი ფილიპი და მეგანის დედა - დორია რეგლანდიც, რომელიც შვილს ორსულობის ბოლო თვეებშიც ეხმარებოდა.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს შვილი 6 მაისს შეეძინათ. პატარა 3,2 კგ დაიბადა. წყვილმა ახალშობილი საზოგადოებას 8 მაისს გააცნო. „დედობა საოცარი და ჯადოსნური რამაა. მას ისეთი ტკბილი ხასიათი აქვს და ისეთი მშვიდია“, - თქვა მეგანმა შვილზე.
