სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მშობიარობის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე პირველად წარსდგა. მან და პრინცმა ჰარიმ საზოგადოებას პატარა პრინცი გააცნეს, რომელიც 6 მაისს დაიბადა.
„დედობა საოცარი და ჯადოსნური რამაა. მას ისეთი ტკბილი ხასიათი აქვს და ისეთი მშვიდია“, - თქვა მეგანმა შვილზე.
მეგან მარკლმა, ლონდონში პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საავადმყოფოდ ითვლება და მშობიარობის ფასები 15 000-დან 20 000 ფუნტ სტერლინგამდე აღწევს. აქ დაბადებულ პატარებს ხუმრობით ხუთვარსკვლავიან ბავშვებსაც უწოდებენ.
როგორც ცნობილია, წყვილი ბავშვის სახელს დღეს დაასახელებს.