,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„როდესაც მშობელი ამბობს: „რა წყნარი შვილი მყავს, თავისთვის ზის, არაფერს არ შვრება,“ ეს არ არის კარგი,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ნულიდან ექვს წლამდე ბავშვის განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორ წლამდე ასაკში ბავშვს ცოცხალი მეტყველება ხშირად უნდა ესმოდეს:
„ორ წლამდე ბავშვი თუ არ ისმენს ცოცხალ მეტყველებას, ადამიანის ცოცხალი სიტყვა თუ არ ესმის, ის ლაპარაკს ვერ ისწავლის. ეს არის სენსიტიური პერიოდი. ტვინი ითხოვს შესაბამის სტიმულს. მაუგლი კარგი ბიჭი იყო ძალიან, მაგრამ ვერ დაიწყო ლაპარაკი. რაც ესმოდა, ის ისწავლა მშვენივრად. ტვინის დაზიანება მაუგლის არ ჰქონია. ექვსი თვიდან წლამდე ბავშვს თუ საგნები არ მივაწოდეთ, ის ტაცებას ვერ ისწავლის. ექვსი თვის ასაკში ბავშვი უნდა იჯდეს, ერთი ხელიდან მეორე ხელში საგნები ათამაშოს. თუ მას ეს სტიმულები არ ექნა, თუ არაფერი არ აქვს გარშემო ბავშვს, ჩაწოლილია თავის საწოლში, არ სცალია არავის, რომ დასვას, სათამაშოები მისცეს და რაღაცები ქნას, აღმოჩნდება, რომ ბავშვი ამას ვერ ისწავლის. ერთი წლის ასაკში ბავშვი რომ ხელში გიჭირავს, იატაკზე არ სვამ, რომ ინფექცია არ შეეჭრას, რამე არ ალოკოს, ის თუ არ დასვი, ვერ გაივლის. ერთი წლის ასაკში პატარა ბავშვმა უნდა გაიაროს, უკვე მყარად უნდა იდგეს ფეხზე.“
თამარ გაგოშიძემ მშობლებისთვის განვითარების კრიტიკული ეტაპების მნიშვნელობა განმარტა:
„რა არის კრიტიკული პერიოდი განვითარებაში? ბევრ მშობელს უთქვამს, რომ ჩვეულებრივი ბავშვი იყო და უცებ გადაირია. როდესაც რომელიღაც პროცესი ვითარდება, შესაბამისად ბავშვს უფრო მეტი რესურსი აქვს, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. სამი წლის ასაკში სულ ისტერიკებს აწყობს, „მე, მე“ - იძახის. ეს არის ნორმალური განვითარების კრიტიკული პერიოდი. ბავშვმა აღმოაჩინა, რომ თვითონ მოსწონს რაღაც, თვითონ უნდა რაღაც. ასეთივე კრიტიკული პერიოდია ექვსი წლის ასაკი, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში. მან უნდა დატოვოს თამაშის სამყარო და გადავიდეს სწავლის სამყაროში. ეს არ არის ადვილი, იმიტომ, რომ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული აქტივობაა.“
„ერთი წლის ასაკი არის კრიტიკული პერიოდი, როდესაც ბავშვი დგება ფეხზე და უნდა გაიარ-გამოიაროს. თვითონ უნდა მოახდინოს გარემოს გამოძიება. პასიური როდესაც არის ბავშვი და არ იძიებს გარემოს, მშობელი გეუბნება: „უი, რა წყნარი შვილი მყავს, თავისთვის ზის, არაფერს არ შვრება,“ ეს არ არის კარგი. თუ მშობელი ჩივის, რომ ვაიმე, მთელი დღე ამის დევნაში ვარ, ხან პირში ჩაიდებს რაღაცას, ხან რაღაცას ჩამოიღებს, ეს არის კარგი ბავშვისთვის, თქვენთვის - არა. ბავშვისთვის ეს არის სასარგებლო. სხვანაირად მისი ინტელექტი არ განვითარდება. ბავშვის ინტელექტის განვითარება და აზროვნების განვითარება იწყება ქვედა საფეხურიდან. ერთ წლამდე თუ ბავშვს არ აქვს მოწესრიგებული მოძრაობა და შეგრძნებები, დააგვიანა. ექვსი თვის უნდა იჯდეს, რვა თვის უნდა დგებოდეს საყრდენით, თერთმეტი თვის ასაკში დამოუკიდებლად უნდა იდგეს, წლის და ორი თვის ასაკამდე უნდა გაიაროს დამოუკიდებლად. ეს არის ნორმალური განვითარება,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.