,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ დედასთან ყველაფრის თქმა შეიძლება,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე
ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ მშობლისა და ბავშვის გახსნილი, ღია კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ დედასთან ყველაფრის თქმა შეიძლება. ათი წლიდან იწყება ავტორიტეტის შეცვლა. თუ ამ ასაკში აჯანყება, ოჯახიდან დაშორება არ დაიწყო, გაგვიჭირდება ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბება. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ 15 წლის ასაკისთვის პირადი სივრცე ექნებათ 360 გრადუსი. ოჯახი უპირობო ავტორიტეტი აღარ არის.“
თამარ ედიბერიძის თქმით, 10-15 წლის ასაკის ბავშვს ღირებულებებზე აქტიურად უნდა ვესაუბროთ:
„ბავშვმა რჩევა შეიძლება მოისმინოს, მაგრამ თვითონ წყვეტს უკვე, რაც გააკეთებს. ეს საჭიროა მისი შემდგომში პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. 10-დან 15 წლამდე ღირებულებებზე აქტიური საუბარია საჭირო. რა არის კარგი, რა არის ცუდი. უნდა ვასწავლოთ შვილებს რაღაცაზე „არას“ თქმა. თუ მინდა, რომ ბავშვს ვიღაცისთვის „არას“ თქმა შეეძლოს, მან ეს ტრენინგი ოჯახში უნდა გაიაროს.“
„ეს ყველაფერი ათი წლიდან ლუკმა-ლუკმა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ასწავლოთ ბავშვს. თუ ჩვენ ჰარმონიულად მივედით ამ ასაკმდე, უცებ აღმოაჩენთ, რომ არის შემდგარი ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვებთან კომუნიკაციას ვკარგავთ. როდესაც ის მოდის თქვენთან რჩევისთვის, ეს არის უკვე დიდი კომპლიმენტი, რადგან ბავშვი ნებით აღიარებს თქვენს ავტორიტეტს და არა - იძულებით,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.