Baby Bag

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

ნუკი კოშკელიშვილის შვილს, სავარაუდოდ, ენტეროვირუსი აქვს. როგორც ნუკი ამბობს, ენტეროვირუსი ბავშვს ზღვაზე, ბათუმში ყოფნის დროს დაემართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნუკი პოსტს ინტაგრამის გვერდზე აქვეყნებს:

„ბავშვი რომ ავად არის ამაზე ძნელი არის რამე? ახლა ვირუსი აქვს და სულ სიცხეები. სავარუდოდ, ენტეროვირუსი (ზღვაზე ბათუმში რომ არ დაგემართოს, ჩათვალე სეზონი ჩაგივარდა). ხოდა არაფერი მიხარია, არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს. სულ სხვა თვალით შევხედე დედაჩემს, წარმოვიდგინე რამდენი უნერვიულია, მე რომ პატარა ვიყავი. თან 90-იანებში მე თქვენ გეტყვით წამლები იყო ბევრი.... ერთხელ ძალიან მაღალი სიცხე გქონდაო და გამოიძახა სასწრაფო. სასწრაფოს ეტყობა სიცხის დამგდები არ ჰქონდა და კვერცხის ცილა ასპირინთან ერთად ფეხის გულებში შემიზილეს. დედაჩემმა ეგეთი სისწრაფით სიცხე მას მერე არაფერს დაუგდიაო. მოკლედ ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს,“ - აღნიშნავს ნუკი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

ფოტოები, რომლებიც დედებსა და შვილებს შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირს ასახავს

ფოტოები, რომლებიც დედებსა და შვილებს შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირს ასახავს

​ფოტოგრაფი პასკალ მანაირტსი 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს იღებდა ფოტოებს, რომლებიც დედებსა და შვილებს შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირს ასახავს. 

1. ინდოეთი

2. ეთიოპია

3. მაროკო

4. პერუ

5. უზბეკეთი

6. მალი

7. იაპონია

8. ბრაზილია

9. მონღოლეთი

10. ინდოეთი

11. ბანგლადეში

12. ჩინეთი

13. შრი ლანკა

14. კუბა

15. ეთიოპია

16. ტიბეტი

17. ნეპალი

18. თურქეთი

19. ისრაელი

წაიკითხეთ სრულად