„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.
18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.
13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება უშუალოდ საგნობრივი ჯგუფის წევრისგან მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცვლილება წელს ოთხ გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია, უცხოური ენა) შეეხო.