„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
როგორ უნდა განხორციელდეს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - მაგალითი
გთავაზობთ, თბილისის 84-ე საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა ჩატარდა ამავე სკოლის პედაგოგის ნინო დანელიშვილის მიერ მე-10 კლასში.
საკვლევი საკითხი იყო დროის მართვის გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესში. ნაშრომში წარმოდგენილია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მიმოხილვა, პრაქტიკული კვლევის მეთოდოლოგია, აღწერილია კვლევის ეტაპები: • პრობლემის იდენტიფიცირება; • პრობლემის გამომწვევი მიზეზები; • ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების და ინტერვენციების შეფასება.