28 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.
როგორც Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს) დაისვენებენ, დიდი ხუთშაბათი კი სასწავლო დღე იქნება.
„ოფიციალური დასვენების დღეებია წითელი პარასკევი და ორშაბათი და სწორედ ამ ორ დღეს დაისვენებენ სკოლები. სწავლის პროცესი კი სამშაბათს, 30 აპრილს განახლდება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.