Baby Bag

ქუთაისსა და ზუგდიდში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

ქუთაისსა და ზუგდიდში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

ქუთაისსა და ზუგდიდში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.

პროგრამის მონაწილეებს (იმერეთი, რაჭა- ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი) სერტიფიკატები პროექტის ხელმძღვანელმა ნინო გორდეზიანმა გადასცა.

„მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ ფუნქციონირება საქართველოს 12 ქალაქში 1 ნოემბერს დაიწყო და 1800-მდე პედაგოგობის მსურველი უფასოდ გადაამზადა.

პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ტარდებოდა რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლების ბაზაზე კვირაში სამჯერ (პარასკევი, შაბათი, კვირა).

სასწავლო კურსს კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

თითოეული საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით გადიოდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

​„მასწავლებლებმა საკუთარი თავი უნდა დავინახოთ მოსწავლეების თვალით...“ - გიორგი ჭაუჭიძის ნამდვილი ამბავი

​„მასწავლებლებმა საკუთარი თავი უნდა დავინახოთ მოსწავლეების თვალით...“ -  გიორგი ჭაუჭიძის ნამდვილი ამბავი

„მშვიდობას თავისუფალი ადამიანები ამყარებენ“ - მოისმინეთ 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის გიორგი ჭაუჭიძის ნამდვილი ამბავი 

წაიკითხეთ სრულად