Baby Bag

გარე დაკვირვების ​გავლის მსურველ პირთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა

გარე დაკვირვების ​გავლის მსურველ პირთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა

გარე დაკვირვების ​გავლის მსურველ პირთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა. შესაბამისი ​ბრძანება, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული,  გარე დაკვირვების მსურველ პირთათვის რეგისტრაცია 12 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

იხილეთ ბრძანება


შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება სააპელაციო განაცხადების მიღებას, როგორც ცენტრში აცხადებენ, შედეგების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.


წაიკითხეთ სრულად