Baby Bag

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24:00 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ჯამურ ხელფასს, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 20 აგვისტოს, დღეს სრულდება. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია

როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია

„მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაციის თარიღმა გადაიწია და დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, დეტალური ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 

როგორც სოფო გორგოძემ აღნიშნა, თარიღის გადაწევის მიზეზი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი სიახლეებია:

„მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაციის გადაწევის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი სქემაში ცვლილებებს გეგმავს. შესაბამისად, როგორც კი ცვლილებები გამოცხადდება, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს.“

ასევე დაგაინტერესებთ:

​დეტალები პედაგოგების სერტიფიცირების ახალი მოდელის შესახებ

​ბერიკა შუკაკიძე მომავალი წლიდან სიახლეებს აანონსებს

​ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება

​„მასწავლებლის ხელფასი სამჯერ გაიზრდება და 1500-დან 1800 ლარამდე გახდება“

წაიკითხეთ სრულად