Baby Bag

რა დაპირების შესრულებას ელოდებიან მასწავლებლები განათლების მინისტრისგან

რა დაპირების შესრულებას ელოდებიან მასწავლებლები განათლების მინისტრისგან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პედაგოგებს სექტემბრიდან ხელფასების მომატებას დაჰპირდა. გთავაზობთ მიხეილ ბატიაშვილის დაპირებას სიტყვა-სიტყვით:

„განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება უშუალოდ საგნობრივი ჯგუფის წევრისგან მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცვლილება წელს ოთხ გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია, უცხოური ენა) შეეხო.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
წაიკითხეთ სრულად