Baby Bag

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვენერა (დოდო) ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობას 1942 წლიდან შეუდგა. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში ის ბიოლოგიას 1946 წლიდან 2011 წლამდე ასწავლიდა. ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლასთან გვხდება ყოველ დილით და ძალიან მეხმარება“ - მშობელი პოლიციელს საჯაროდ უხდის მადლობას

„სკოლასთან გვხდება ყოველ დილით და ძალიან მეხმარება“ - მშობელი პოლიციელს საჯაროდ უხდის მადლობას

ინტერნეტმომხმარებელი მადო გვათუა ფეისბუქში 51-ე საჯარო სკოლასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე მისი შვილი პოლიციელთან ერთადაა. მშობელი საჯაროდ უხდის მადლობას პოლიციელს, რომელიც მათ ყოველ დილით სკოლასთან ხვდება და ეხმარება.

„მე და ლუკა მადლობას ვუხდით ჩვენს საყვარელ პოლიციელს, გიორგის. ასევე მადლობა შსს-ს ასეთი მაღალი დონის ინტელექტისა და მორალის მქონე კადრისთვის. სკოლასთან გვხდება ყოველ დილით და ძალიან მეხმარება. კარგი პოლიციელი. რაც მთავარია, ისე პროფესიონალურად ახერხებს, რომ გეგონება, ინკლუზიის კურსები აქვს გალილი,“ - წერს მადო გვათუა.

წაიკითხეთ სრულად