Baby Bag

როგორ მოვუმზადოთ პლასტელინი პატარებს - მარტივი რეცეპტი

როგორ მოვუმზადოთ პლასტელინი პატარებს - მარტივი რეცეპტი

პლასტელინის მომზადება სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა ფქვილი 
  • 1  ჭიქა მდუღარე წყალი
  • ნახევარი ჭიქა მარილი
  • 1 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ ლიმონმჟავა
  • საკვები საღებავები 

ყველა ინგრედიენტის შერევითა და კარგად მოზელვით თქვენ მიიღებთ ჯანსაღ, სახლში დამზადებულ პლასტელინს. 

მრავალფეროვანი პლასტელინისთის საჭიროა სხვადასხვა ფერის საკვები საღებავი. რაც შეეხება ფქვილს, მანამდე ამატეთ მასას, სანამ სასურველ სისქეს არ მიიღებთ. იმისთვის რომ დამზადებული პლასტელინები არ გამოშრეს/გახმეს, შეახვიეთ ცალ-ცალკე პარკებში. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად