ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ნანა ჩაჩუას თქმით, დეპრესიული ტიპის ადამიანს პიროვნებად შედგომის შიში აქვს:
„შემდეგი არის ტიპაჟი. ადამიანები მიეკუთვნებიან ან დეპრესიულ ტიპს, ან შიზოიდურ ტიპს, ან კომპულსიურს და ისტერიულ ტიპს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი შიშები. დეპრესიულისთვის დამახასიათებელია პიროვნებად შედგომის შიში. დეპრესიულ ადამიანს არ შეუძლია რეალობის პირისპირ დგომა. ის გაურბის ამ რეალობას და პასუხისმგებლობას ვერ იღებს.“
„ავტორიტარულ ოჯახში გაზრდილი ბავშვი გარანტირებულად იქნება დეპრესიული სამომავლოდ. დეპრესიულ მშობლებს და განსაკუთრებით დეპრესიულ დედას დიდი ალბათობით ბავშვიც დეპრესიული ჩამოუყალიბდება. როგორ მივუდგეთ დეპრესიულობისკენ მიდრეკილ ბავშვებს? მათ პასუხისმგებლობა იმთავითვე უნდა აიღონ. ბავშვი რომ ჭამს თვითონვე, თავისი ხელით და ჩამოითხვრება, დედა ჰკიდებს კოვზს ხელს და ეუბნება: „მე გაჭმევ.“ სჯობს ,რომ ბავშვმა ჩამოითხვაროს. ბავშვს უნდა უთხრა: „ყოჩაღ, შენ რა კარგად შეგიძლია.“ რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ, რომ ადამიანი თავის თავს ხედავს თავის ნამოქმედარში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.