„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, მანანა რატიანი ქვემო ქართლის სკოლებიდან მოწვეულ დირექტორებს შეხვდა
განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი ქვემო ქართლის სკოლებიდან მოწვეულ დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა - მასწავლებელთა სტატუსის ამაღლება, საპენსიო ასაკის პედაგოგებისათვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გადაცემის საკითხი და სხვა.
განათლების სამინისტროს მიერ კომპლექსური რეფორმის დაანონსების შენდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ჰქონდათ გასვლითი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვალებთან იმ მიზნით, რომ ისინი ახალ სასწავლოს წელს ინფორმირებული და ორგანიზებული შეხვდნენ.