ახალი სასწავლო წლიდან VII კლასის მოსწავლეები განახლებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან. განათლების სამინისტრომ 14 საგანზე 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა გრიფი.
გრიფირების პროცესის დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე „საქმიან დილაში“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ისაუბრა.