Baby Bag

რამდენად საჭიროა და ზოგადად, უნდა ვამეცადინოთ თუ არა ბავშვები არდადეგებზე

რამდენად საჭიროა და ზოგადად, უნდა ვამეცადინოთ თუ არა ბავშვები არდადეგებზე

რამდენად საჭიროა და ზოგადად, უნდა ვამეცადინოთ თუ არა ბავშვები არდადეგებზე?

მოისმინეთ „იმედის დილის“ ეთერში მოწვეული სტუმრების - ფსიქოლოგ ირინა ტაბუციძისა და პედაგოგ ლელა კოტორაშვილის რჩევები

,,კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა, ეს ანტიპედაგოგიკაა''...
,,ზაფხული, ეს არის თავისუფლება, ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას ,,ჰაერზე წაყვანას" ვეძახით. სინამდვილეში, ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქა...

შეიძლება დაინტერესდეთ

ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ

ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა სწავლა კლასებში განახლდეს.

გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ.

,,უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება. იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამბობს გამყრელიძე.

20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში 900 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 266 ათასი ადამიანია.

რაც შეეხება მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესს, განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების თითქმის 40% აიცრა.

წყარო: ​,,ფორმულა ნიუსი''

წაიკითხეთ სრულად